შექმენი და გაუგზავნე ბმული
რას ყიდი, რა ფასად, ვინ იხდის საკომისიოს. ბმული Messenger-ში, Instagram-ში ან WhatsApp-ში.
მყიდველი ყიდვაზე უარს ამბობს, რადგან ეშინია, რომ ფული წავა და ნივთი არ მოვა. შუა ფულს შუაში ინახავს და გასცემს მხოლოდ მაშინ, როცა მყიდველი ნივთს მიიღებს.
ადრეული წევრებისთვის პირველი 3 გარიგება საკომისიოს გარეშეა
ოთხი ნაბიჯი. პირველი 30 წამია. აპი არ გჭირდება.
რას ყიდი, რა ფასად, ვინ იხდის საკომისიოს. ბმული Messenger-ში, Instagram-ში ან WhatsApp-ში.
გამყიდველი მიიღებს მხოლოდ მაშინ, როცა შენ დაადასტურებ.
ბმულზე ხედავს ნივთს, ფასს და შენს შუა-ქულას. იხდის ბარათით. ანგარიშის გახსნა არ სჭირდება.
ეს კოდი მხოლოდ შენ იცი. უთხარი კურიერს, როცა ნივთს შეამოწმებ.
კურიერი ნივთს მოგიტანს. თუ ყველაფერი რიგზეა, ოთხნიშნა კოდს ეუბნები. თუ არა, ხსნი დავას.
კოდის შეყვანისთანავე ფული გამყიდველს გადაეცემა. ორივე მხარე ხედავს, სად არის ფული ყოველ წუთს.
4% წარმატებული გარიგებიდან, მინიმუმ 5 ₾. შექმნა და გაუქმება უფასოა.
გამყიდველი იხდის, თუ სხვას არ აირჩევ
გამყიდველისთვის და მყიდველისთვის. თითოეული ფერი ერთს ნიშნავს: ყვითელი, ფული შუაშია. მწვანე, გაიცა. წითელი, საჭიროებს ყურადღებას.
ბმულზე ჩანს, რომ ფული უკვე შუაშია. მყიდველს აღარ უწევს პირველს გადახდა და იმედის ქონა, ამიტომ ყიდვაზე უარს აღარ ამბობს.
მყიდველი კართან ნივთს ამოწმებს და კურიერს ოთხნიშნა კოდს ეუბნება. კოდის შეყვანისთანავე ფული შენთან გადმოდის.
ყოველი დასრულებული გარიგება ჩანს პროფილზე. ყოველი დავაც. ქულა საჯაროა, ბმულით გაზიარდება და Instagram-ის ბიოში ჯდება.
მაგალითი: 47 უსაფრთხო გარიგება · 0 დავაგაშვებისას თანხა პარტნიორ ბანკშია. შუა მას სხვა მიზნით ვერ იყენებს და ბარათის მონაცემებს ვერ ხედავს.
პრობლემის შემთხვევაში ფული რჩება შუაში. გადაწყვეტილებას წერილობითი მიზეზით იღებს ადამიანი, ფოტოების ნახვის შემდეგ.
მყიდველი ბმულს ხსნის ბრაუზერში. აპლიკაციის ჩამოტვირთვა არ სჭირდება, ტელეფონს გადახდისას SMS კოდით ადასტურებს.
რასაც ყველაზე ხშირად გვეკითხებიან.
ხსნი დავას. ფული შუაში რჩება, გამყიდველი პასუხობს, შუას თანამშრომელი ფოტოებს ათვალიერებს და წერილობითი მიზეზით იღებს გადაწყვეტილებას.
გაშვების დროს დავასახელებთ მას შემდეგ, რაც ბანკთან შეთანხმება დასრულდება. სიაში ჩაწერილებს პირველებს შეგატყობინებთ.
არა. ბმულს ხსნის ბრაუზერში და ხედავს ყველაფერს. გადახდისას ტელეფონის ნომერს SMS კოდით ადასტურებს და იხდის ბარათით.
გაშვებისას ფული ინახება პარტნიორი ბანკის ცალკე ანგარიშზე, გარიგების ნომრით. შუა ამ თანხას სხვა მიზნით ვერ გამოიყენებს და ბარათის მონაცემებს ვერ ნახავს.
როცა მყიდველი ნივთს კართან ადასტურებს და კურიერს კოდს ეუბნება. თუ ნივთი ფოსტით გაიგზავნა და მყიდველი 48 საათში არც ადასტურებს და არც დავას ხსნის, თანხა ავტომატურად გაიცემა.
4% წარმატებული გარიგებიდან, მინიმუმ 5 ₾. შექმნა და გაუქმება უფასოა. ვინ იხდის საკომისიოს, გარიგების შექმნისას წყვეტ. კურიერის ფასი ცალკეა და მყიდველის თანხას ემატება.
არა. შუა შუამავალია: ინახავს თანხას ორ მხარეს შორის და გასცემს წესების მიხედვით. გაშვებისას ფული ლიცენზირებულ პარტნიორ ბანკში იქნება.
გამოვიყენებთ მხოლოდ გაშვების შესახებ შეტყობინებისთვის. არავის გადავცემთ და არ გავყიდით. წაშლა შეგიძლია ნებისმიერ დროს, დეტალები კონფიდენციალურობის გვერდზეა.
შუა არის Omio Labs-ის პროექტი. Omio Labs ქმნის და ამუშავებს HSAI-ს, EVACMAP-ს, VANTIS-სა და TRAILS.GE-ს.